Belive

როდრი: "საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია"

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებთან უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში გასამართი მატჩის წინ, ესპანეთის ეროვნული გუნდის და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა, როდრიმ კომენტარი გააკეთა.

 

"რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ და მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფში, ერთ-ერთი ძლიერი ნაკრებია.

ჩვენს მეტოქეს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს, მაგრამ მათ შეჩერებაზე მეტად გუნდურად სწორი თამაშის ჩვენებაზე ვართ კონცენტრირებულები.

როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დგას. სულ ცოტა ხნის წინ, უეფას ერთა ლიგა მოვიგეთ. რაც შეეხება ისტორიის ერთ-ერთ ძლიერ ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მოგება მოახერხა, მათთან შედარება რთულია, მაგრამ შევეცდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გზაზე ვიაროთ", - თქვა როდრიმ.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 8 სექტემბერს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები